ახალი ამბები

ვორკშოპი

23 ოქტომბერი 2015 წელი

მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს 10: 30 საათზე ჩატარდება თანამედროვე იაპონური ხელოვნების-კირიეს არტისტის შუ კუბოს ვორქშოპი.(დაწვრილებით ინფორმაცია იხ.)
სრულად

მასტერ კლასი

22 ოქტომბერი 2015 წელი

გაიმართა ჟურნალისტ თემურ კიღურაძის მასტერკლასი. მან ისაუბრა კონფლიქტურ რეგიონებში მუშაობისას მიღებულ გამოცდილებაზე. ის აშუქებედა საქართველო-რუსეთის ომს, ოპერაციას ავღანეთში, სამოქალაქო ომს ლიბიაში, უკრაინის ომს და სხვა კონფლიქტებს. იყო BBC-ის და რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ასევე თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ქართულ მედია ორგანიზაციებთან. შეხვედრის დასასრულ ჟურნალისტმა უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
სრულად

სტუდენტების საყურადღებოდ!

21 ოქტომბერი 2015 წელი

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ხუთშაბათს 14:00 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტის საკონეფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა მასტერ-კლასი ჟურნალისტ თემურ კიღურაძესთან თემაზე ”კონფლიქტების გაშუქება"
სრულად

იური მეჩითოვის მასტერკლასი

16 ოქტომბერი 2015 წელი

ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ჩაატარა მასტერკლასი ფოტოგრაფიის ხელოვნებაში. სტუდენტებს გააცნო საკუთარი შემოქმედება. ესაუბრა მის ახალ ფოტოპროექტზე - საქართველო ორ-ორ სურათად, უპასუხა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა შეკითხვებს.
სრულად

ქეთევან გოგოლაძე - 70

15 ოქტომბერი 2015 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის პროფესორ-ემერიტუსს ქეთევან გოგოლაძეს 70 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რექტორატის სახელით იუბილარი დაჯილდოვდა საპატიო სიგელითა და გადაეცა ფულადი თანხა.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930