ახალი ამბები

შეხვედრა იური მეჩითოვთან

13 ოქტომბერი 2015 წელი

16 ოქტომბერს, 12:00 სათზე მოეწყობა შეხვედრა ცნობილ ქართველ ფოტოგრაფთან იური მეჩითოვთან. თანამედროვე ხელოვნების სივრცე და მეჩითოვი-დეისაძის სახელოსნო წარმოგიდგენთ ქართველი ფოტოგრაფის იური მეჩითოვის ფოტოპროექტს - საქართველო ორ-ორ სურათად. აუდიტორია 51.
სრულად

გერმანელი მენეჯერი მუზეუმების მენეჯმენტზე სემინარებს ატარებს

12 ოქტომბერი 2015 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გერმანიის, ქალაქ კარლსრუეს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მენეჯერი ოტმარ ბიომერი სამუზეუმო მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებით სემინარებს ჩაატარებს. სემინარები 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სემინარებში მონაწილეობას მიიღებს რეგიონში არსებული სამუზეუმო სფეროს 25-მდე წარმომადგენელი. სემინარები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ - ფარგლებში დაფინანსდა.
სრულად

უნივერსიტეტის რექტორის შეხვედრა ანიმატორ არტურ კლოზესთან

9 ოქტომბერი 2015 წელი

ანიმაციური ფილმების მე-7 საერთაშორისო ფესტივალის პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტს გერმანიიდან სტუმრად ეწვია კომიქსებისა და ანიმაციური ფილმების ავტორი არტურ კლოზე. რექტორსა და საპატიო სტუმარს შორის გაიმართა საუბარი მომავალი თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თ. ბოლქვაძე.
სრულად

სტუდენტთა საყურადღებოდ!

8 ოქტომბერი 2015 წელი

ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოს დაგეგმილი აქვს სპარსული ენის შემსწავლელი კურსების გახსნა. სწავლება იწარმოებს საწყისი ეტაპიდან. სწავლა უფასოა. დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიმართეთ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენთა მომსახურების განყოფილებას. მე-2 სართული, ოთახი 42. რეგისტრაცია იწარმოებს 12-დან 23 ოქტომბრამდე.
სრულად

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2 ოქტომბერი 2015 წელი

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და ქუთაისის
აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს შორის.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930