ახალი ამბები

სტუდენტები საერთაშორისო კინოპროექტში

16 მაისი 2012 წელი

ჩვენს ქალაქში მიმდინარეობს გადაღებები თურქეთ-საქართველოს ერთობლივი ფილმისა „ნახვამდის კატია“, რომელსაც იღებს თურქი რეჟისორი ახმედ სონნეზი. გადაღების პროცესში აქტიურად არიან ჩართული უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების სპეციალობის სტუდენტები. კინოხელოვნების სპეციალობების ყველა სტუდენტისთვის ეს არის სასწავლო-საველე პრაქტიკა, სადაც ისინი გაეცნობიან გადამღები ჯგუფის მუშობის სპეციფიკას და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც სამომავლოდ გამოადგებათ პროფესიულ საქმიანობაში.
სრულად

საჯარო ლექცია-მასტერკლასი

16 მაისი 2012 წელი

15 და 16 მაისს თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ცნობილმა თეატრმცოდნემ ვასილ კიკნაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია-მასტერკლასი ქართული თეატრის ისტორიაში.
სრულად

კურსდამთავრებულთა წარმატება

15 მაისი 2012 წელი

გაზეთი "ბათუმელები", 2012 წლის 14-20 მაისი
სრულად

მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან

11 მაისი 2012 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბატონი გია აბულაძე სტუმრად ეწვია ხელოვნების უნივერსიტეტს. გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთნ და პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრაზე ისაუბრა სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სამუსიკო და სახელოვნებო სკოლებში სწავლების, სტუდენტურ პროგრამებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
სრულად

სადიპლომო ნაშრომების დაცვა

10 მაისი 2012 წელი

გაიმართა ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობის პროფესიული საგანმანათლებლი პროგრამის კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების ჩვენება. ჩვენება მე-20 საუკუნის რეტროს სტილს ასახავდა. შვიდი კურსდამთავრებულიდან თითოეული სამი ნამუშევრით წარსდგა აუდიტორიის წინაშე. სადიპლომო ნამუშევრები სპეციალურმა საგამოცდო კომისიამ შეაფასა.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031