ახალი ამბები

საჯარო ლექციების კომპონენტში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა

27 აგვისტო 2015 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საჯარო ლექციების დაფინანსების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში წარდგენილი 11 პროექტიდან საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლინდა 6 გამარჯვებული პროექტი, მათ შორის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტიდან წარდგენილი 2 პროექტი: მარგარიტა კასიმოვას (კინომცოდნეობის დოქტორი, პროფესორი) საჯარო ლექცია „მხატვრული კინოს მონტაჟი“ და მზია ჩიხრაძის ( ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი) საჯარო ლექცია „თბილისური ავანგარდი, ქართველი მოდერნისტები დასავლეთში - დავით კაკაბაძის ხელოვნება ამერიკაში; თანამედროვე ამერიკული არქიტექტურა (ჩიკაგოსა და ნიუ იორკის არქიტექტურის მაგალითზე) რკინის ფარდის ორ მხარეს - ამერიკული ექსპრესიონიზმი და ქართული ხელოვნება 1930-1950 - იან წლებში“.
სრულად

ხელოვნების უნივერსიტეტის პროექტმა კონფერენციების ორგანიზების კონკურსში გაიმარჯვა

20 ივლისი 2015 წელი

2015 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის კონფერენციების ორგანიზების კომპონენტში სამინისტროში შევიდა 3 აპლიკაცია, მათ შორის, 1 ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტიდან. სააპელაციო განაცხადების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 20 ივლისიდან 22 ივლისის დღის 16:00 საათამდე. კონკურსში გაიმარჯვა ორმა პროექტმა: ბათუმის საზღვაო აკადემიისა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა პროექტებმა.
სრულად

არქიტექტურის დიზაინის სპეციალობის პირველი გამოშვება

15 ივლისი 2015 წელი

პირველად ხელოვნების უნივერსიტეტის ისტორიაში წელს ჩატარდა სადიპლომო გამოცდა არქიტექტურის დიზაინის სპეციალობაში. საკვალიფიკაციო კომისიის წინაშე წარსდგა 4 კურსდამამთავრებელი, რომლებმაც წარმატებით დაიცვეს თავიანთი პროექტები.
სრულად

სადიპლომო ნამუშევრების ჩვენება

7 ივლისი 2015 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტში ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობის სადიპლომო ნამუშევრების ჩვენება მოეწყო. წარმოდგენილი იყო ორი სტუდენტის - მირანდა გობაძისა და გერონტი სარდანაშვილის ნამუშევრები. ერთ შემთხვევაში ეს იყო ყავისფერსა და კრემისფერში გადაწყვეტილი ძველი ბათუმის თემაზე შექმნილი ოთხი კოსტიუმი, ხოლო მეორე კოლექცია მექსიკურ ნაციონალურ მოტივებზე შექმნილ ტანისამოსს წარმოადგენდა. წითელისა და შავი ფერების კომბინაციით ათი ნამუშევარი მომავალმა დიზაინერმა ასევე მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კამოს ნახატების მიხედვით შეკერა. მათ შორის ერთი მამაკაცის ტანისამოსი იყო.
სრულად

სტუდენტთა წარმატება არქიტექტურულ კონკურსში

2 ივლისი 2015 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების ლაშა სამსონიასა და ელიზბარ რამიშვილის არქიტექტურული პროექტი საერთაშორისო ჟიურიმ საუკეთესოდ აღიარა, მესამე საპრიზო კატეგორია მიანიჭა და დიპლომიებით დაჯილდოვდნენ, კონკურსში მონაწილე სტუდენტებს: მურადიან გიორგის, მაკარაძე მარიამს და კომახიძე ლიას კი სერთიფიკატები გადაეცათ. 16 პროექტიდან 4 ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნოდათ. კონკურსი შვეიცარიის განვითარების სააგენტომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაკვეთით გამოაცხადა, რომლის მიხედვით სტუდენტებს სოციალური საცხოვრისების არქიტექტურული პროექტები უნდა წარმოედგინათ. კონკურსსში, გარდა ხელოვნების უნივერსიტეტის არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტებისა, მონაწილეობდნენ თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930