ახალი ამბები

მასტერკლასი ბოტანიკურ ბაღში

21 მაისი 2015 წელი

ვარდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მეცნიერ-თანამშრომლებმა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარეს მასტერკლასი ვარდების მოვლა-გამრავლებასა და ყავავილთწყობის ხელოვნებაში.
სრულად

აქცია - "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე"

20 მაისი 2015 წელი

"გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" -აქციაში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთნენ. სისხლი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელოვნების უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა გაიღეს. აქცია "სისხლის ცენტრალური ბანკის" ორგანიზებით ჩატარდა.
სრულად

მარია შურის სახელობის კონკურსში გამარჯვებულები

19 მაისი 2015 წელი

2015 წლის 14–18 მაისს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა საქართველოს დამსახურებული პედაგოგის მარია შურის სახელობის პიანისტ-შემსრულებელთა I რესპუბლიკური კონკურსი.
სრულად

ლექცია-სემინარი ფოტოგრაფიის საფუძვლებზე

18 მაისი 2015 წელი

"ხელოვანთა კლუბის" მიერ დაგეგმილი პროგრამის ფარგლებში გამართა ლექცია-სემინარი ფოტოგრაფიის საფუძვლებზე. სემინარს ესწრებოდნენ აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის მოყვარული და დამწყები ფოტოგრაფები. მონაწილეებმა გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი შეხედულებები და გამოცდილება. მონაწილეთა ნამუშევრების ნახვა საზოგადოებას შეეძლება ფოტო გამოფენაზე, 24 მაისს. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები, ესწრებოდნენ.
სრულად

თამაზ ცერიაშვილის საიუბილეო საღამო

16 მაისი 2015 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორის, დამსახურებული მასწავლებლის, ღირსების ორდერის კავალერის თამაზ ცერიაშვილს 60 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო კონცერტში მისი ყოფილი და ახლანდელი მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ხელოვნების უნივერსიტეტის წინაშე შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის თ. ცერიაშვილი დაჯილდოვდა უნივერსიტეტის საპატიო სიგელითა და ფულადი პრემიით. საიუბილეო საღამოს ესწრებოდა ცნობილი ქართველი მომღერალი ლადო ათანელი.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031