ახალი ამბები

ღია ლექცია დრამატურგიაში

21 მარტი 2012 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის უფროსმა მასწავლებელმა ბადრი თევზაძემ ჩაატარა ღია ლექცია თემაზე: თანამედროვე ფრანგული თეატრის გამორჩეული სპექტაკლები". ნაჩვენები იყო პარიზის მარინის თეატრში რეჟისორ რომან პოლანსკის დადგმული ჰენრიკ იბსენის "ჰედა გაბლერი".
სრულად

პროექტის პრეზენტაცია

20 მარტი 2012 წელი

ქალაქ ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით გაიმართა ბათუმის ახალგაზრდული თეატრის 2012 წლის ზაფხულის სეზონისათვის საუკეთესო იდეებისა და წინადადებების შესარჩევი საკონკურსო პროგრამის პრეზენტაცია.
სრულად

ირა ხერჟი - 70

14 მარტი 2012 წელი

მუსიკის ფაკულტეტის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა კონცერტი, რომელიც მიეძღვნა ამავე ფაკულტეტის სრული პროფესორის ირა ხერჟის იუბილეს. ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორატი ულოცავს ქალბატონ ირას საიუბილეო თარიღს, უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობაში.
სრულად

რა? სად? როდის?

14 მარტი 2012 წელი

გაიმართა საზრიანთა და გონებმახვილთა ინტელექტუალური თამაშების "რა? სად? როდის?" შესარჩევი თამაშები, სადაც მონაწილეობდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები.
სრულად

მემორანდუმი დრამატულ თეატრთან

6 მარტი 2012 წელი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და ხელოვნების უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031