ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო ფულბრაიტის სამაგისტრო გაცვლით პროგრამას აცხადებს

3 ივნისი 2015 წელი

ამერიკის საელჩო საქართველოში ფულბრაიტის გაცვლით პროგრამას აცხადებს, კონკურსში გამარჯვებულები 2016-2017 წლებში მაგისტრატურას ამერიკაში უფასოდ გაივლიან. პროგრამა უზრუნველყოფს ამერიკაში ნებისმიერი სპეციალობის დაფინანსებას, ბიზნესის ადმინისტრირების გარდა.(იხ. ტექსტი სრულად)
სრულად

დისკუსია ხელოვნების უნივერსიტეტში “რატომ გვითვალთვალებს სახელმწიფო?”

2 ივნისი 2015 წელი

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ინიციატივით ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემა იყო, მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალი და მიყურადება, როგორც პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა. დისკუსიის დაწყებამდე ნაჩვენები იყო გერმანელი რეჟისორის ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკის 2006 წელს გადაღებული ფილმი, "სხვების ცხოვრება", რომელიც ასახავს 1984 წელს აღმოსავლეთ ბერლინში, გერმანიის საიდუმლო პოლიციის საქმიანობას. ფილმის ჩვენებას სტუდენტები ესწრებოდნენ.
სრულად

მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა

1 ივნისი 2015 წელი

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ფოიეში 1 ივნისს მოეწყო შ. ზამთარაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
სრულად

გამოფენა

1 ივნისი 2015 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს ეწვია ავსტრიელი სტუმრები, რომლებმაც დაათვალიერეს სტუდენტთა მიერ მინანქარში შესრულებული ნამუშევრები.
სრულად

Pink Floyd-ის საღამო

1 ივნისი 2015 წელი

31 მაისს ხელოვნების უნივერსიტეტში Pink Floyd-ის საღამო მოეწყო. საღამოს წამყვანმა, პოეტმა ბექა მურვანიძემ და შეკრებილმა მელომანებმა, ჯგუფის შესახებ ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე ისაუბრეს.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930