ახალი ამბები

მასტერკლასი

5 ოქტომბერი 2014 წელი

4-5 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია და მასტერ-კლასი ჩაატარა თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებულმა პროფესორმა, მუსიკოლოგიის დოქტორმა ნინო ჟვანიამ. ლექცია მიეძღვნა თანამედროვე საფორტეპიანო საშემსრულებლო ხელოვნების პრობლემებს.
სრულად

გიზო (გაიოზ) ჟორდანია 80

3 ოქტომბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორს 1999-2004 წლებში, პროფესორ გიზო ჟორდანიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. ღვაწლმოსილ პედაგოგს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს სასცენო ხელოვნების დეპარტამენტში. უნივერსიტეტის რექტორატის გადაწყვეტილებით გიზო ჟორდანია დაჯილდოვდა საპატიო სიგელითა და გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი. სტუდენტებთან შეხვედრისას ხელოვანმა ბათუმთან დაკავშირებულ წლებსა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. ამჟამად გიზო ჟორდანია საოპერო სპექტაკლ "კარმენზე" მუშაობს, რომლის პრემიერა ბათუმის ხელოვნების ცენტრში 1 ნოემბერს გაიმართება.ხელოვნების უნივერსიტეტი ულოცავს ღვაწლმოსილ პედაგოგს საიუბილეო თარიღს და უსურვებს ხანგრძლივ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და შემოქმედებით წარმატებებს.
სრულად

გამოფენაზე ანაკლიაში

3 ოქტომბერი 2014 წელი

2 ოქტომბერს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში CAC 41N/41E გაიხსნა გამოფენა „იგივე-იგივე“, რომელიც ამერიკელი ხელოვანის რობერტ სმიტსონის „არა-ადგილის“ თეორიას ეფუძნება. გამოფენის ფარგლებში ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ ანაკლიაში, სადაც ისინი გაეცნენ საგამოფენო პროექტის სტრატეგიას, რომლის რედი-მეიდი - ე.წ. ტეტრაპოდები ჯერ კიდევ აუშენებელი ქალაქ ლაზიკის სანაპირო ზოლის დაცვის და ზოგადად თავდაცვის თემის კონცეპტუალურ გააზრებას გამოხატავს.
სრულად

ვახტანგ (ბესო) ბესელია 70

30 სექტემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის ემერიტუსის ბესო (ვახტანგ) ბესელიას დაბადების 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიმართა აჭარის ხელოვნების მუზეუმში. უნივერსიტეტის რექტორატის გადაწყვეტილებით ბ. ბესელია დაჯილდოვდა საპატიო სიგელითა და ფულადი პრემიით. ხელოვნების უნივერსიტეტი ულოცავს ღვაწლმოსილ პედაგოგს საიუბილეო თარიღს და უსურვებს ხანგრძლივ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და შემოქმედებით წარმატებებს.
სრულად

ხელოვნების უნივერსიტეტში მასტერკლასი გაიმართა

27 სექტემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ნინო ჩუტკერაშვილის მასტერკლასი გაიმართა, თემაზე- დოკუმენტური კინოს პროდიუსინგი. ნინო ჩუტკერაშვილი აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მხატვრული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების კონკურსის გამარჯვებული პროექტის „სომალის ტყვეები“ პროდიუსერია. დოკუმენტური ფილმის "სომალის ტყვეები" გადაღებები აჭარის რეგიონში 17 სექტემბერს დაიწყო და 8 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930