ახალი ამბები

თანამედროვე მუსიკის ფესტივალი დასრულდა

21 მაისი 2014 წელი

19 მაისს გაიხსნა და დღეს დასრულდა "თანამედროვე მუსიკის ფესტივალი", რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. დღეს გაიმართა კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა მონაწილეობით. დასასრულს ნაჩვენები იყო ფილმი „სურამის ციხე“ რეჟ. ი. პერესტიანი, გახმოვანება ნათია სარაჯიშვილის.
სრულად

თანამედროვე მუსიკის ფესტივალი

20 მაისი 2014 წელი

19 მაისს ხელოვნების უნივერსიტეტში გაიხსნა თანამედროვე მუსიკის II ფესტივალი, რომელიც 3 დღეს გასტანს და 21 მაისს დასრულდება. (იხ. პროგრამა)
სრულად

კომპოზიტორ რეზო კიკნაძის მასტერ კლასი თავისუფალ იმპროვიზაციაში

20 მაისი 2014 წელი

თანამედროვე მუსიკის ფესტივალის ფარგლებში თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა, კომპოზიტორმა რეზო კიკნაძემ ჩაატარა მასტერ კლასი თავისუფალ იმპროვიზაციაში. მონაწილეობას ღებულობდნენ კონსერვატორიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გაერთიანებული ანსამბლი"კონსილია".
სრულად

კონოჩვენება

19 მაისი 2014 წელი

კვირას, 18 მაისს, 13-00 საათზე კინოკლუბში გაიმართა ჩვენება ქრისტიან ნემეცკუს ფილმისა “California Dreamin” (“Endless”) 2007.
სრულად

სტუდენტთა საყურადღებოდ!

14 მაისი 2014 წელი

თურქეთის რესპუბლიკის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული სტუდენტებისთვის გაიცემა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები, რომლის სახელწოდებაა "თურქეთის სტიპენდიები" და უცხოელ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ განათლება თურქეთის მოწინავე უნივერსიტეტებში.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930