ახალი ამბები

„მომავლის ვარსკვლავები - 2014“-ის დიპლომები გადაეცათ

21 მაისი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები მარიზა აფხაზავა და ნათია სარჯველაძე, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ხელოვანთა კავშირის მიერ გამართულ კლასიკური მუსიკის მე-7 რესპუბლიკურ (მე-3 საერთაშორისო) ფესტივალში "მომავლის ვარსკვლავები-2014", დაჯილდოვდნენ დიპლომებით „საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისათვის და მიენიჭათ ლაურეატის წოდება“. ამავე ფაკულტეტის პედაგოგს გულნარა ახვლედიანს, გადაეცა „მომავლის ვარსკვლავები-2014“ დიპლომი „მაღალი პროფესიონალიზმისა და წარმატებული მონაწილეობისათვის“.
სრულად

თანამედროვე მუსიკის ფესტივალი დასრულდა

21 მაისი 2014 წელი

19 მაისს გაიხსნა და დღეს დასრულდა "თანამედროვე მუსიკის ფესტივალი", რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. დღეს გაიმართა კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა მონაწილეობით. დასასრულს ნაჩვენები იყო ფილმი „სურამის ციხე“ რეჟ. ი. პერესტიანი, გახმოვანება ნათია სარაჯიშვილის.
სრულად

თანამედროვე მუსიკის ფესტივალი

20 მაისი 2014 წელი

19 მაისს ხელოვნების უნივერსიტეტში გაიხსნა თანამედროვე მუსიკის II ფესტივალი, რომელიც 3 დღეს გასტანს და 21 მაისს დასრულდება. (იხ. პროგრამა)
სრულად

კომპოზიტორ რეზო კიკნაძის მასტერ კლასი თავისუფალ იმპროვიზაციაში

20 მაისი 2014 წელი

თანამედროვე მუსიკის ფესტივალის ფარგლებში თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა, კომპოზიტორმა რეზო კიკნაძემ ჩაატარა მასტერ კლასი თავისუფალ იმპროვიზაციაში. მონაწილეობას ღებულობდნენ კონსერვატორიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გაერთიანებული ანსამბლი"კონსილია".
სრულად

კონოჩვენება

19 მაისი 2014 წელი

კვირას, 18 მაისს, 13-00 საათზე კინოკლუბში გაიმართა ჩვენება ქრისტიან ნემეცკუს ფილმისა “California Dreamin” (“Endless”) 2007.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031