ახალი ამბები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

12 დეკემბერი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ქართული კულტურის განვითარების, ეროვნული ცნობიერების განმტკიცებისა და ქრისტიანული სულიერების ამაღლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ხელოვნების უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. უნივერსიტეტის რექტორმა ე. მესხიამ საპატიო დოქტორის დიპლომი პატრიარქს გადასცა ხელოვნების ცენტრში გამართულ შეხვედრაზე. (ტექსტი იხ. სრულად)


სრულად

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

12 დეკემბერი 2013 წელი

ბათუმის სასტუმრო „ინტურისტის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქმიანი შეხვედრა თბილისის პროფესიული კოლეჯის "სპექტრი" დირექტორ მ. ტაკიძესა და ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორ ე. მესხიას შორის. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი სასწავლებლებს შორის აკადემიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
სრულად

ხელოვნების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა

11 დეკემბერი 2013 წელი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა. საბჭოს წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ თერთმეტივე საბაკალვრო საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია 5 წლის ვადით. (სრულად)
სრულად

გაიმართა კინოჩვენება

8 დეკემბერი 2013 წელი

კინოკლუბში გაიმართა კინოჩვენება ემირ კუსტურიცას ფილმისა “ARIZONA DREAM” - არიზონული ოცნება (1993 წ.).მთავარ როლებში: ჯონი დეპი, ჯერი ლიუისი, ფეი დანაუეი, ლილი ტეილორი.
სრულად

კინოჩვენება

6 დეკემბერი 2013 წელი

მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, კვირას 12-00 საათზე კინოკლუბში გაიმართება კინოჩვენება.ნაჩვენები იქნება ემირ კუსტურიცას ფილმი “ARIZONA DREAM”.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930