ახალი ამბები

სტუდენტთა საყურადღებოდ!

21 ნოემბერი 2013 წელი

მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, კვირას 12-00 საათზე კინოკლუბში გაიმართება კინოჩვენება.
სრულად

მასტერკლასი - ვისწავლოთ სწავლება

20 ნოემბერი 2013 წელი

19 ნოემბერს ხელოვნების მუზეუმში ჩატარდა მასტერკლასი „გიორგობისთვის ნობათი - ნატურმორტი“, რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობის პირველკურსელები, რომლებმაც დევიზით „ვისწავლოთ სწავლება“ ჩაატარეს პრაქტიკული მეცადინეობა (ღია გაკვეთილი) სასულიერო სკოლის მოსწავლეებთან.
სრულად

სადოქტორო დისერტაციის დაცვა

15 ნოემბერი 2013 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს კიდევ ერთი დოქტორი შეემატა. ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა რატი ჩიბურდანიძემ 15 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „მხატვრულ–სტილისტური ტენდენციები XX საუკუნის 70–იანი წლების
ქართულ ფერწერაში". რ. ჩიბურდანიძის დისერტაციამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. სპეციალიზირებული საბჭოს გადაწყვეტილებით დისერტანტს ხელოვნების თეორიისა და ისტორიის აკადემიური დოქტორის ხარისხი მიენიჭა. ხელოვნების უნივერსიტეტი ულოცავს რ. ჩიბურდანიძეს დისერტაციის დაცვას და უსურვებს წარმატებებს.
სრულად

ვორქშოფი

14 ნოემბერი 2013 წელი

მწერალმა, ფოტოგრაფმა და პროდიუსერმა დიდი ბრიტანეთიდან ბრენდონ ჯექსონმა ჩაატარა ვორქშოფი თემაზე "ვიზუალური დოკუმენტაცია - მეთოდები და პრაქტიკა".
სრულად

პოლონელი პროფესორის ლექცია

13 ნოემბერი 2013 წელი

ცნობილმა პოლონელმა პუბლიცისტმა, ბონდერლენდის ფონდის წარმომადგენელმა, თეატრალურმა რეჟისორმა, თეატრ "გარჯენიცას" დამაარსებელმა, პოლონელმა პროფესორმა კშიშტოფ ჩიჟევსკიმ ჩაატარა ლექცია თემაზე "კულტურა და სოლიდარობა".
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930