ახალი ამბები

რეზო ჭეიშვილის მასტერკლასი

17 სექტემბერი 2013 წელი

ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამით ხელოვნების უნივერსიტეტს ცნობილი დრამატურგი რეზო ჭეიშვილი ეწვია, რომელმაც ჩაატარა მასტერკლასი კინოდრამატურგიაში.
სრულად

თინათინ გურჩიანის მასტერკლასი

17 სექტემბერი 2013 წელი

ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამით ხელოვნების უნივერსიტეტში ახალგაზრდა რეჟისორმა თინათინ გურჩიანმა ჩაატარა მასტერკლასი რეჟისურაში.
სრულად

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

16 სექტემბერი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ზეიმი. პირველკურსელებს და შეკრებილ სტუმრებს მიესალმნენ და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ერმილე მესხიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი მასალკინმა, მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ქეთევან მანელიშვილმა, აჭარის ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა მერაბ ნაგერვაძემ. ფოიეში გამოფენილი იყო სტუდენტთა ნამუშევრები. გაიმართა კონცერტი სტუდენტთა მონაწილეობით. დასასრულს უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტემბა და პროფესორ-მასწავლებლებმა სამოხსოვრო ფოტო გადაიღეს.
სრულად

მეგობრობა გრძელდება

5 სექტემბერი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს უკვე მეოთხედ, სტუმრად ეწვია ქურდისტანის ხელოვანთა ჯგუფი, ამჯერად მაქამის მუსიკოს-შემსრულებელთა ფოლკლორული ანსამბლი ქალაქ ერბილიდან. გაიმართა შეხვედრა ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორთან. შემდეგ გაიმართა კონცერტი, მასპინძელთა მხრიდან მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულმა ანსამბლმა "აჭარა", ხელმძღვანელი ნოდარ ბერიძე. კონცერტის დასასრულს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ ანსამბლის წევრებს, სტუმრებმა სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს რექტორს და აუდიოჩანაწერებით დაასაჩუქრეს მასპინძლები, გადაიღეს ერთობლივი სამსხსოვრო ფოტო.
სრულად

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის

3 სექტემბერი 2013 წელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცნობებთ, რომ რესგისტრაცია მიმდინარეობს www.prof.ge - 25 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930