ახალი ამბები

მასტერკლასი -"თანამედროვე მსოფლიო თეატრი"

7 ივნისი 2013 წელი

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ჩაატარა მასტერ კლასი თემაზე "თანამედროვე მსოფლიო თეატრი". მან მიმოიხილა თეატრის ისტორია, ნაჩვენები იყო თანამედროვე თეატრის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლები.
ღონისძიება პროექტის "მასტერ კლასები თანამედროვე ხელოვნებაში" ფარგლებში ჩატარდა და ის ახალგაზრდული ორგანიზაციის "არტ ვეის" ინიციატივითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება. მომდევნო მასტერ კლასი კლასიკურ მუსიკაში ჩატარდება.
სრულად

საველე-სასწავლო პრაქტიკაზე

5 ივნისი 2013 წელი

3-4 ივნისს მოწყო გასვლითი პრაქტიკა ხელოვნებათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის. სტუდენტებმა მოინახულეს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - ბაგრატის, წრომის, ყინცვისის, მცხეთის ჯვრის, სამთავროს, სვეტიცხოვლის ტაძრები, დაათვალიერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი, ხელოვნების მუზეუმის საგანძური, ექსპოზიცია "XVI-XX საუკუნეების პორტრეტის ხელოვნება", ეროვნულ გალერეაში ნახეს ნიკო ფიროსმანისა და დავით კაკაბაძის გამოფენები.
სრულად

საერთაშორისო ტრენინგი „ინტეგრაციული ღონისძიებები მულტიკულტურულ საზოგადოებებში“

30 მაისი 2013 წელი

2013 წლის 1-8 აგვისტოს კრასნოგრუდას დიალოგის საერთაშორისო ცენტრში, პოლონეთში, გაიმართება საერთაშორისო ტრენინგი „ინტეგრაციული ღონისძიებები მულტიკულტურულ საზოგადოებებში“.
სრულად

ELIA NEU/NOW-ს ონლაინ-2013

30 მაისი 2013 წელი

ELIA NEU/NOW-ს ონლაინ ფესტივალი 2013 გაიმართება ამსტერდამში, 2013 წლის 22-26 ივნისს. ფესტივალი კრეატიულ მხატვრებს და ხელოვანებს ევროპის მასშტაბით აძლევს შანსს წარუდგინონ საკუთარი თავი და ნამუშევრები ფართო აუდიტორიას. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ვიზუალური ხელოვნების, დიზაინის, თეატრის, ცეკვის, მუსიკის და კინოს სფეროს წარმომადგენლებს. ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება და პრეზენტაცია, სადაც მონაწილეები გაეცნობიან ინოვაციურ პროექტებს და დაამყარებენ ახალ საერთაშორისო ურთიერთობებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს www.neunow.com
სრულად

გამოფენა

29 მაისი 2013 წელი

აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა ქართველ მხატვართა მიერ მუზეუმისთვის ნაჩუქარი ნამუშევრების გამოფენა. გამოფენილი იყო გია ბუღაძის, რუსუდან ფეტვიაშვილის და სხვა ცნობილ შემოქმედთა ფერწერული ტილოები.საკუთარი ნახატი გადასცა მუზეუმს საჩუქრად ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგმა, ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ვაჩეიშვილმა. მუზეუმში ინახება უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პედაგოგების სერგო გოგოლაძისა და ბექა ბოლქვაძის ნამუშევრები.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031