ახალი ამბები

ქართული ენის დღეს მიეძღვნა

14 აპრილი 2016 წელი

ქართული ენის დღეს მიეძღვნა ლიტერატურულ-მუსიკალური კომოპოზიცია, რომელიც ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა აკაკი წერეთლის სამშობლოში სხვიტორში ჩაატარეს. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დაათვალიერეს აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, შემდეგ, ჯგუფის ხელმძღვანელის, მეტყველების პედაგოგის, პროფესორ თამილა მეიშვილის ხელმძღვანელობით, სტუდენტებმა წაიკითხეს აკაკი წერეთლისა და სხვა ქართველ პოეტთა ლექსები, შეასრულეს აკაკის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
სრულად

ერთობლივი კონცერტი

12 აპრილი 2016 წელი

11 აპრილს ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა-თერთმეტწლედის საკონცერტო დარბაზში გაიმართა კონცერტი თბილისის ბაროკოს გუნდისა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით. თბილისის ბაროკოს გუნდის მიერ შესრულდა Quirino Gasparini “Adoramus te, Christe” და ზვიად ბოლქვაძის კომპოზიცია „თეთრი ქარები“, სოლისტი ანა მეგრელიშვილი, ქორმაისტერი გიორგი მარგველაშვილი. ბათუმელმა სტუდენტებმა მ. აფხაზავამ, ლ. ვაშაყმაძემ, ბ. მელაძემ, ლ. სიხარულიძემ, მ. წერეთელმა, ნ. ქარცივაძემ, ს. სალაძემ, დ. ჩალენკომ შეასრულეს შუმანის, პუჩინის, ბახის, ჰენდელის ნაწარმოებები. კონცერტმაისტერები: ე. ღოღელიანი და ნ. ნიშნიანიძე.
სრულად

ჯინევრა ბაუჟაძის ხსოვნის საღმო

9 აპრილი 2016 წელი

დამსახურებული პედაგოგის ჯინევრა ბაუჟაძის ხსოვნას მიეძღვნა საღამო კონცერტი, რომელიც 8 აპრილს გაიმართა ზ. ფალიაშილის სახელობის სკოლა თერთმეტწლედის დიდ საკონცერტო დარბაზში. კონცერტში მონაწილეობდნენ მისი კოლეგები და აღზღდილები. საღამო მიჰყავდა მუსიკის ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ ლალი ჭელძეს, რომელმაც გულთბილად მოიგონა კოლეგა. ქალბატონ ჯინევრას ცხოვრებასა და საქმიანობაზე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა: პოეტმა ცისანა ანთაძემ, ქორმაისტერმა ქეთევან მანელიშვილმა, პედაგოგებმა დოდო ჯვარეშეიშვილმა, ნატო ორაგველიძემ.
სრულად

გიწვევთ საღამოზე

5 აპრილი 2016 წელი

მიმდინარე წლის 8 აპრილს 18-00 საათზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა თერთმეტწლედის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება პედაგოგ ჯინევრა ბაუჟაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. მისამართი: დემეტრე თავდადებულის ქ. 20.
სრულად

კიბერუსაფრთხოების ოლიმპიადაში მინაწილეობის მსურველთათვის

4 აპრილი 2016 წელი

2016 წლის 26 აპრილს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება კიბეროლიმპიადა. ოლიმპიადის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ეროვნულ კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება 6 აპრილის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის უნდა გააგზავნონ გუნდის დასახელება, გუნდის წევრთა რეზიუმეები და საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: olimpiada@dea.gov.ge; www.dea.gov.ge. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონზე - 291 51 40.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031