ცვლილებები სწავლის საფასურის გადახდის წესში

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის
სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის წესიში
2017 წლიდან შესული ცვლილებები

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის ან/და ფინანსური დავალიანების გამო სტატუს შეჩერებული სტუდენტის უფლებებში აღდგენა (სტუდენტის სტატუსის შეჩერების აქტის ძალადაკარგულად ცნობა) დასაშვებია მხოლოდ შიდა მობილობის პერიოდში სტატუსის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში.

სტატუს შეჩერებული სტუდენტის უფლებებში აღდგენა შიდა მობილობის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ სწავლების იმ  ეტაპიდან რა ეტაპზეც მოხდა სტატუსის შეჩერება. გარდა მუსიკის ფაკულტეტისა და სამსახიობო სპეციალობის სტუდენტებისა.

მუსიკის ფაკულტეტის სპეციალობებისა და სამსახიობო სპეციალობის სტატუსშეჩერებული სტუდენტების სტუდენტის უფლებებში აღდგენა დასაშვებია იმ სემესტრის დასაწყისში რომელ სემესტრშიც შეუჩერდა სტატუსი და თავიდან იხდის დადგენილ სემესრტულ სწავლის საფასურს.

იმ შემთხვევაში თუკი სტატუსის შეჩერებიდან ერთი წლის შემდეგ  სტუდენტის უფლებებში აღდგენა ვერ ხერხდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის იმავე ეტაპზე სადაც შუჩერდა სტატუსი: სტუდენტს უფლება აქვს, მის მიერ გავლილი კრედიტების გათვალისწინებით, აღდგეს მონათესავე ან სხვა პროგრამაზე ან/და დაელოდოს პროგრამის შესაბამის ეტაპს.


დამატებითი და დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ „სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის წესი
 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031