9,4 მილიონი უმაღლეს სასწავლებლებს ბათუმში

სურათი

18 იანვარი 2015 წელი

შოთა რუსთაველის სახელმწიფო და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტები აჭარის ბიუჯეტიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში 9,4 მილიონი ლარით დაფინანსდება. უმაღლესი სასწავლებლების სუბსიდირება უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით მოხდება, თუმცა მათ შორის არ იქნება ბათუმის საზღვაო აკადემია.

აჭარის მთავრობის მიერ დამტკიცებულ პროგრამაში აღნიშნულია, რომ შოთა რუსთაველის და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტებისთვის თანხის გამოყოფის მიზანია აჭარის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის, მატერიალური-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობის ხელშეწყობა.

ამ მიზნისთვის სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ 2015-2018 წლებში, სულ 6,4 მილიონი ლარი (ყოველწლიურად 1,6 მილიონი) გადაეცემა; სსიპ „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს“ კი - 3 მილიონი (ყოველწლიურად 750 ათასი) ლარი.

დაგეგმილი 9 400 000 ლარის სუბსიდირების საბოლოო მოსალოდნელი შედეგი იქნება გაუმჯობესებული სამეცნიერო საქმიანობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; ასევე უზრუნველყოფილი იქნება „სახელოვნებო დარგის საშემსრულებლო-შემოქმედებითი უნარების განვითარებითა და ხელოვნების შესაბამისი დარგის თეორიული კვლევების საშუალებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება“.

თედო ჯორბენაძე

გაზეთი "ბათუმელები".  17. 01. 2015 წ.
http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/40373/
 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930