ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქ. ტრაპიზონის უნივერსიტეტთან

სურათი

16 აპრილი 2015 წელი

2015 წლის 14-15 აპრილს ქ. ტრაპიზონის შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორის მიწვევით ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი ე. მესხია და უნივერსიტეტის პროექტების მართვის განყოფილების სპეციალისტი ს. ჩიკაშუა მივლინებით იმყოფებოდნენ ქ. ტრაპიზონში. გაიმართა ოფიციალური მიღება ტრაპიზონის უნივერსიტეტის რექტორთან და უნივერსიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან. მიღების ბოლოს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ოფიციალურ მიღებას დაესწრო საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში ბატონი ა. მიქაცაძე და კონსულის მრჩეველი გიორგი ყუშიტაშვილი. უნივერსიტეტის რექტორატი მადლობას უხდის საქართველოს გენერალურ კონსულს და საკონსულოს თანამშრომლებს ვიზიტის მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობისათვის.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930