ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის! ტრენინგი „მეწარმეობაში“

11 მაისი 2015 წელი

ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი (BCNG) ჰარჯუს ეკონომიკური განვითარების ცენტრთან (HEDC) პარტნიორობით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსადა USAID-ისდაფინანსებით შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს განახორციელონ ბიზნეს პროექტები. პროექტიმიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდების (მათ შორის ძირითადად დევნილების) სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრების ჩატარება, რომელზეც ახალგაზრდები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილავენ ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს: არსებული ბიზნეს გარემო, მეწარმეობის განვითარების გამოწვევები ქვეყანაში, ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე და სხვა სახის დახმარებები დამწყები მეწარმეებისთვის, სამეწარმეო სწავლება და ა.შ

გარდა ამისა, ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები „მეწარმეობაში“. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ ბიზნეს იდეები. ასევე დაფინანსების მიღების საშუალება ექნებათ უკვე არსებული ბიზნესის მფლობელებს გაფართოებისთვის,ან ახალი პროექტების წამოწყებისთვის. ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი ყველა აპლიკანტს გაუწევსსაკონსულტაციო მომსახურებას. ჯამურად ახალგაზრდებზე გაიცემა 200 000$-ის გრანტი. შეირჩევა 25 ბიზნეს პროეტი.

ასევე,პროექტის ფარგლებში ჩატარდება ბიზნეს გეგმების კონკურსი, რომელიც მოიცავს 3 ეტაპს: 

·        ბიზნესგეგმების მიღება და შეფასება;

·        შერჩეული ბიზნეს გეგმების განვითარება მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მენტორინგით და ბიზნეს გეგმების მეორედ შეფასება;

·        გამარჯვებულების დაჯილდოება;

ბიზნეს გეგმების გამარჯვებულები სგამოვლენა მოხდება ესტონელი ექსპერტების თანამონაწილეობით.

პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა - 7, 500$;

მეორე ადგილზე გასულს - 5,000$,

ხოლო მესამე ადგილზე გასულს - 3, 000$.

ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული აპლიკაცია18 მაისამდე

მეილზე: m.bitsadze@economists.ge 

აპლიკაციასთანდაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში  დაგვიკავშირდით:

მარიამ ჯიბუტი 598 41 20 93, m.jibuti@economists.ge

გთხოვთ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა სრულიად:

პირადიინფორმაცია:

სახელი, გვარი:

დაბადების თარიღი (დღე/თვე/წელი):

მისამართი:

პირადი ნომერი :

დევნილის მოწმობის ნომერი (დევნილის შემთხვევაში):

განათzება:

სასწავლებლის დასახელება:

ფაკულტეტი (უმაღლესი განათლების შეთხვევაში):

სწავლების პერიოდი:

საკონტაქტოინფორმაცია:

ტელეფონი:

ელ-ფოსტა:

1)  ტრენინგ კურსში მონაწილეობის მოტივაცია

რატომგსურთ ტრეინინგ კურსში მონაწილეობა? ტრეინინგ კურსის გავლის შემთხვევაში როგორ გამოიყენებთმიღებულ ცოდნას და გამოცდილებას, სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისა და განვითარებისთვის?(მაქს. 300 სიტყვა):

 

2)  კონკრეტულადრა საკითხების შესწავლა გსურთ ტრენინგზე? ასევე მიუთითეთ ტრენინგებში მონაწილეობისათვისთქვენთვის სასურველი პერიოდი (23   - 31 მაისი ან 12  - 20 ივნისი)  (მაქს. 200 სიტყვა)

 

 

ტრენინგში მონაწილეობის ერთ-ერთი წინაპირობაა ჩამოყალიბებული ბიზნესიდეის არსებობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგის სესიებამდე შეავსოთ ქვემოთ მოცემული კითხვები, რაც დაგვეხმარება ჩვენი ტრენინგის და სხვა საქმიანონების უკეთ ორგანიზებაში, ასევე თქვენი ბიზნესაქმიანობისთვის მზაობის შეფასებაში. 

მოცემულ კითხვებზე პასუხი გავლენას არ მოახდენს თქვენს მიერ შემდგომში ბიზნესკონკურში მონაწილეობის შემთხვევაში ბზინესგეგმების შემსწავლელი კომისიის შეფასებაზე. ამისათვის შეფასების კრიტერიუმები და კითხვები ცალკე სახით შემუშავედება და მიეწოდებათ კონკურსში მონაწილე  პირებს. 

 

3)   თქვენი ბიზნეს პროექტის სახელწოდება

თქვენი ბიზნეს პროექტი გულისხმობს:

        უკვეარსებული ბიზნესის განვითარებას;

         ახალი ბიზნესის დაწყებას;

მოკლედ  აღწერეთ თქვენი ბიზნესპროექტი    (მაქს. 700სიტყვა)

რისი გაკეთება გსურთ, მიზანი, მოსალოდნელი შედეგები, საქმიანობის სფერო, პროდუქციის/მომსახურების  სახეობები, ტექნიკური მახასიათებლები, მომხმარებლები, გაყიდვების მოცულობა, გასაღების ბაზარი, კონკურენტების მოკლე აღწერა.


 

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930