დისკუსია ხელოვნების უნივერსიტეტში “რატომ გვითვალთვალებს სახელმწიფო?”

სურათი

2 ივნისი 2015 წელი

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ინიციატივით ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემა იყო, მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალი და მიყურადება, როგორც პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა. დისკუსიის დაწყებამდე ნაჩვენები იყო გერმანელი რეჟისორის ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკის 2006 წელს გადაღებული ფილმი, "სხვების ცხოვრება", რომელიც ასახავს 1984 წელს აღმოსავლეთ ბერლინში, გერმანიის საიდუმლო პოლიციის საქმიანობას. ფილმის ჩვენებას სტუდენტები ესწრებოდნენ.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930