აშშ-ის საელჩო ფულბრაიტის სამაგისტრო გაცვლით პროგრამას აცხადებს

სურათი

3 ივნისი 2015 წელი

ამერიკის საელჩო საქართველოში ფულბრაიტის გაცვლით პროგრამას აცხადებს, კონკურსში გამარჯვებულები 2016-2017 წლებში მაგისტრატურას ამერიკაში უფასოდ გაივლიან. პროგრამა უზრუნველყოფს ამერიკაში ნებისმიერი სპეციალობის დაფინანსებას, ბიზნესის ადმინისტრირების გარდა.

ფულბრაიტის სტიპენდია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული პროგრამაა, რომელსაც ამერიკის მთავრობა აფინანსებს.

კონკურსში განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 13 ივლისი, 18:00-ზე.

მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

განცხადების შემომტანი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

განცხადების შემომტანს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული განათლება;

განცხადების შემომტანი მაღალ დონეზე უნდა ფლობდეს წერით და ზეპირ ინგლისურს, რათა შეძლოს ამერიკაში სწავლა;

განცხადების შემომტანმა უნდა მიიღოს J-1 ვიზა, რაც გულისხმობს სწავლის დასრულების შემდეგ მინიმუმ 2 წლით საქართველოში დაბრუნების პირობას;

განცხადების შემომტანს უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელისამედიცინო მდგომარეობა;

განცხადების შემოტანა არ შეუძლიათ ამერიკის მოქალაქეებს ან ამერიკაში დროებით მცხოვრებ ადამიანებს.

განცხადების შევსების პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადის შესავსებად უნდა შეავსოთ   ონლაინ ფორმა

 

3 საერკომენდაციო წერილი - ლექტორებისგან, პროფესორებისგან ან სამსახურში თქვენი ხელმძღვანელისგან (სარეკომენდაციო წერილის ატვირთვა ხდება ონლაინ, წერილის ავტორის მიერ);

სასწავლო ნიშნების ფურცლის ასლი - ოფიციალური დამოწმებული ასლები, რომლებიც მოიცავენ თქვენს აკადემიური მოსწრებას ყველა გავლილი სასწავლო დაწესებულებებიდან (უნდა აიტვირთოს ონლაინ);

ინგლისურად ნათარგმნი ოფიციალური ნიშნების ფურცელი (უნდა აიტვირთოს ონლაინ);

დიპლომ(ებ) - ორიგინალის ასლი (უნდა აიტვირთოს ონლაინ).

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატებს, რომლებსაც განაცხადი შეაქვთ სოციალური მეცნიერების, ჟურნალისტიკის ან ჰუმანიტარულ სპეციალობებზე, შეუძლიათ წარადგინონ წერილობითი ნიმუშები (კვლევები, გამოქვეყნებული სტატიები და ..) თუ ჩათვლიან, რომ ეს მათ განცახდების ფორმას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

ვიზუალურ და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროს კანდიდატებს შეუძლიათ წარადგინონ: პორტფოლი საკუთარი ნამუშევრების სლაიდით, ვიდეო, ფილმები, მუსიკალური კასეტა და .;

კანდიდატებს შეუძლიათ წარადგინონ პროფესიული რეზიუმე, თუმცა ეს არაა სავალდებულო;

საშემსრულებლო ხელოვნების კანიდატები შეიძლება სინჯებზე წასრდგნენ.

შერჩეული კანდიდატები 2015წლის სექტემბერში ტესტირებებსTOEFL-ში და GRE-ში გაივლიან.

ნახევარფინალისტებს დაენიშნებათ გამოცდა, ხოლო ფინალისტები საბოლოო გასაუბრებაზე საელჩოში წარსდგებიან.

წყარო: ამერიკის საელჩო.

http://goodnews.on.ge/news/780-ashsh-saelcho-pulbraitis-samagistro-gacvlit-programas-acxadebs

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930