გერმანელი მენეჯერი მუზეუმების მენეჯმენტზე სემინარებს ატარებს

სურათი

12 ოქტომბერი 2015 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გერმანიის, ქალაქ კარლსრუეს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მენეჯერი ოტმარ ბიომერი სამუზეუმო მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებით სემინარებს ჩაატარებს. სემინარები 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სემინარებში მონაწილეობას მიიღებს რეგიონში არსებული სამუზეუმო სფეროს 25-მდე წარმომადგენელი. სემინარები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ - ფარგლებში დაფინანსდა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930