ჩატარდა ვორკშოპი თანამედროვე იაპონური ხელოვნების - კირიეს ხელოვნებაში

სურათი

9 ნოემბერი 2015 წელი

შუ კუბო დაიბადა 1951 წელს იაპონიაში. 1977 წელს ოსაკას გალერეაში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა, რის შემდეგ მან ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და მიწვეულ იქნა იაპონიის სხვადასხვა ქალაქებში. 

მისი მუშაობის სპეციფიკას წარმოადგენს იაპონური ქაღალდი,,ვაში“.  ,,ვაშის“ თითო ფურცელზე საჭრისის ფაქიზი გამოყენებით ქმნის ნახატს. მან შეიმუშავა განსაკუთრებული შერეული ტექნიკა, ის იყენებს პასტელისა და აკრილის  საღებავს, ქსოვილს,ქვიშას.  ნამუშევარის თემა თუ მოითხოვს, სიფრიფანა, ,ვაშის’’ არაერთ ფენას იყენებს სიღრმისა და სამგანზომილებიანი შეგრძნების შესაქმნელად და ორიგინალური, ცოცხალი ფერებით ობიექტის ტექსტურასაც გამოხატავს.

შუ კუბო 1995 წელს კობეში მომხდარი დიდი მიწისძვრის ეპიცენტრში აღმოჩნდა.  მან თავად გამოსცადა, თუ როგორ ტოვებს სტიქიური უბედურება წაუშლელ კვალს ისტორიაში და ადამიანის ცხოვრებაში. ამის შემდეგ მან თავისი შემოქმედების თემად აქცია ,,ქაღალდის იაპონიზმი“. მან მოიარა იაპონია და თავის ნამუშევრებში თითოეული სეზონის დამახასიათებელი „ინგრედიენტებისა“ და განწყობის გადმომცემი მოვლენებისა თუ საგნების ასახვა დაიწყო.

 2009 წელს  იაპონიის კულტურის საქმეთა სააგენტომ შუ კუბო აირჩია კულტურის დესპანად. რის შემდეგ, სამი თვით გადავიდა ნიუ–იორკში, სადაც ,,კირიეს’’ მეშვეობით  ცდილობდა იაპონური კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რამაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოიპოვა.

შემდგომში, იაპონიისა და საზღვარგარეთ ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად სხვადასხვა  ქვეყნებში მან მოაწყო გამოფენები, ჩაატარა ვორკშოპები.

2010 წელს მიიწვიეს ფილადელფიის დრექსელის უნივერსიტეტში კულტურათა გაცვლის პროგრამით. ამავე წელს იაპონიის ფონდის პროექტით იაპონიასა და პორტუგალიას შორის მეგობრობის ხელშეკრულების დადების 150 წლის იუბილის აღსანიშნავად კულტურათა გაცვლის მისიით გაემგზავრა ესპანეთსა და პორტუგალიაში.

2012 წელს მონაწილეობა მიიღო  იაპონიის ფონდის კულტურათა გაცვლის პროგრამაში მალაიზიასა და ფილიპინებზე. ნიუ-იორკში არსებული იაპონიის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით,,ემპაირ სტეიტ ბილდინგში’’ მოეწყო გამოფენა, იაპონიის მიერ ამერიკისთვის საკურას ჩუქების 100 წლის იუბილის აღსანიშნავად. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო იაპონური ფონდის კულტურათა გაცვლის პროგრამაში რუსეთსა და უკრაინაში.

2014 წელს რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით  რუსეთის აღმოსავლეთ ქვეყნების ხელოვნების მუზეუმში მოეწყო გამოფენა,, კირიე ქაღალდის იაპონიზმი“.

2015 წელს მონაწილეობა მიიღო კუბაში არსებული იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებაში. ამავე წელს  მონაწილეობა მიიღო სტამბოლის რაიონის ბეიოღლუსა და სტამბოლში არსებული იაპონიის გენერალური საკონსულოს ერთიანი ძალებით ორგანიზებულ კულტურათა გაცვლის ღონისძიებაში.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930