აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს «2015 წლის ანგარიში და შეხვედრა წარმატებულ კოლექტივებთან»

სურათი

29 დეკემბერი 2015 წელი

2015 წლის 29 დეკემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამიშვილი, მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე სამინისტროს კონკურსებში და პროგრამებში ჩართულ წარმატებულ შემოქმედებით კოლექტივების ხელმღვანელებს და შემსრულებლებს შეხვდნენ. შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მასალკინი ესწრებოდა. შეხვედრაზე კულტურის მიმართულებით ერთი წლის გაწეული მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია კულტურის დეპარტამენტის უფროსმა თეონა ბერიძემ წარადგინა. აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა მადლობა გადაუხადა შემოქმედებით კოლექტივებს და შემსრულებლებს სამინისტროს პროგრამებში მონაწილეობისთვის და საჩუქრად წიგნი-ალბომი “აჭარის საგანძური“ გადასცა. საჩუქრები გადაეცათ ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორებს ირა ხერჟს, ლალი ჭელიძეს, ნინო ჩაიძეს, ქეთევან რაზმაძეს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031