სტუდენტთა საყურადღებოდ!

სურათი

16 თებერვალი 2016 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა დასპორტის სამინისტრო 2012 წლიდანგანათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისპროგრამის ფარგლებში ახორციელებს "სტუდენტთა დახმარების" ქვეპროგრამას.

სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ქვეპროგრამის აღწერილობა

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაუგრძელდებათ 2012, 2013, 2014 და 2015 წლებში სტუდენტთა დახმარებისქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს, რომლებიც გადალახავენ ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ბარიერს -71%  (საშუალო აკადემიური მოსწრება) და 2015-2016 სასწავლო წლის პირველ (შემოდგომის) სემესტრში გავლილ  საგნებში არ  ექნებათ F დაFX  შეფასება.

ქვეპროგრამის ფარგლებში, ასევე, დაფინანსების მოიპოვება შეუძლიათ 2015 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  უმაღლესი განათლების აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო  პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს.

გაფრთხილება: სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში არ მოხდება სტუდენტის სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვა.

- ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება  მოიპოვონ სტუდენტებმა, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 2015 წელს ჩაირიცხნენ აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე;

- ბოლო 6 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;

- 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა.

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ სამინისტროში რეგისტრაციის პერიოდში 2016  წლის 17 თებერვლიდან  2016  წლის 4 მარტის  ჩათვლით.  შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა N4;  ტელ -24 53 78.

კატეგორიები:

 სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:

Ø  სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;

Ø  დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;

Ø  მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი;

Ø  სოციალურად დაუცველი: 100 000  ქულა და ნაკლები;

http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=335303&gid=6#.VtAHLn2LSM8



სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930