ფინანსთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს

სურათი

21 აპრილი 2016 წელი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო სტატიის შესარჩევად თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა". კონკურსი იმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. გამარჯვებული ნაშრომის ავტორს 2016 წლის 20 მაისს, გამოავლენს საკონკურსო კომისია. საუკეთესო 10 სტატია დაიბეჭდება კრებულის სახით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მაისი.

თანდართულ ფაილში იხილეთ წერითი ნაშრომის პირობები.

გთხოვთ, საკონკურსო მასალები გამოგზავნოთ სსიპ-ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში:

ელექტრონული ფოსტა: academy@mof.ge
მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. #10
ტელეფონი: 2261026

დაინტერესებულმა პირებმა, ნაშრომთან ერთად უნდა წარმოადგინონ:

  • სტუდენტის ბარათის ასლი; ტელეფონის ნომერი; ელექტრონული ფოსტის მისამართი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - ტელ.: (00) 032 2 65 15 17;  ელ-ფოსტა; l.chirgadze@mof.ge

საკონკურსო ნაშრომის შესრულების სტანდარტები

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930