გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია

სურათი

5 მაისი 2016 წელი

გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობდნენ: რიზეს რეჯეფ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის, ტრაპიზონის შავი ზღვის უნივერსიტეტის, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის, აშშ-ს სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და ხელოვნების უნივერსიტეტის 30-მდე სტუდენტი.  კონფერენციის მუშაობა სამ სექციად წარიმართა: 1. კულტურა; 2. ხელოვნება; 3. მუსიკა.   
 
კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ე. მესხიამ, სტუდენტებს მიესალმნენ: თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში იასინ თემიზქანი; აჭარის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბატონი გიორგი მასალკინი; განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაია ჭიჭლეიშვილი.  კონფერენცია ხელს  შეუწყობს  რეგიონის პოპულარიზაციას და სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას.
კონფერენციის პროგრამა

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930