კონკურსი კონცერტმაისტერებისათვის

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

ქ. ბათუმი
18 მაისი 2016 წ.

 

ბრძანება №01-08/36

სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტზე კონცერტმაისტერის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადებისა და საპროცედურო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე, 52-ე და 53-ე მუხლისა და  „სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტზე კონცერტმაისტერის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების წესი“-ს 1-ლი მუხლის 1.2. პუნქტის  საფუძველზე

ვბრძანებ

  1. გამოცხადდეს კონკურსი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტზე კონცერტმაისტერის 9 (ცხრა) ვაკანტურ თანამდებობაზე;
  2. კონკურსი ჩატარდეს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად.
  3. კონკურსის ჩატარების ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
    ა) საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 20 ივნისიდან 27 ივნისის  ჩათვლით, სადღესასწაულო დღეებისა და შაბათ-კვირის გარდა, 10 საათიდან 15 საათამდე;
    ბ) კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის  15 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით, ხოლო  შედეგები გამოქვეყნდეს 2016 წლის 20 ივლისს;
    გ) კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდეს 2016 წლის 01 სექტემბრიდან.
  4. დამტკიცებული იქნეს კონკურსანტის განცხადების (დანართი № 1),  საჩივრის (დანართი№ 2), განცხადებისა და საჩივრის მიღების შესახებ ცნობების (დანართი № 3, დანართი № 4), განცხადებებისა და საჩივრების სარეგისტრაციო ჟურნალების (დანართები№ 5, № 6) ფორმები.
  5. დამტკიცდეს საპროცედურო კომისიის შემადგენლობა (დანართი 7);
  6. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და საიფორმაციო დაფაზე;
  7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, სანაპიროს  ქ. № 4).
  8. ბრძანება ამოქმედდეს  ხელმოწერისთანავე.


რექტორი, პროფესორი  ე. მესხია     

დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
დანართი 7
ღია კონკურსის ჩატარების წესი
კონკურსის შედეგები (საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი №3)

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031