სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტოების კონკურსი

სურათი

26 აგვისტო 2016 წელი


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ,,მეცნიერების პოპულარიზაციის” პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო  თემაზე შექმნილი ფოტოების კონკურსს აცხადებს. 


კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში:

  • პირველ ნომინაციაში 2016 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის სამეცნიერო ფესტივალთან დაკავშირებული ფოტო ნამუშევრებისსაფუძველზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული.
  • მეორე ნომინაციაში – 2015 წლის მეცნიერებისა და ინვოაციების საერთაშორისო კვირეულზე გადაღებული საუკეთესო ფოტოს საფუძველზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული კონკურსანტი.

პირველ ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტი მიიღებს 1250 ლარს, მეორე გამარჯვებული – 875 ლარს, მესამე გამარჯვებული კი 625 ლარს.

მეორე ნომინაციაში გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს 625 ლარს.

ამასთან ამოირჩევა 40 საუკეთესო ნამუშევარი და გამოიფინება სამეცნიერო ფესტივალის მსვლელობის დროს.

თითოეულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში სამეცნიერო ცხოვრების ამსახვები ერთი ან რამდენიმე (5-მდე) ფოტოსურათისგან შემდგარი სერია.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა აიტვირთოს ელექტრონულ მისამართზე http://mes.gov.ge/contest/#!Home.html

ნამუშევრების ატვირთვის ბოლო ვადაა 4 სექტემბერი.

გამარჯვებულებს დაჯილდოება გაიმართება 25 სექტემბერს.

დეტალები კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930