ბათუმის მერია ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს

29 სექტემბერი 2016 წელი

ამ ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაცვით, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  50 სტუდენტი, რომელთა საშუალო შეწონილი ქულა არის 91 და მეტი, მიიღებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით.

სტიპენდია გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის შემდეგ საგანმანათლებლო მიმართულებებზე: ინჟინერია, არქიტექტურა, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკოლოგია, გარემოსმცოდნეობა, საზღვაოსნო მეცნიერებები (საზღვაო ნავიგაცია, გემის მექანიკა, გემის ელექტრომექანიკა), განათლების მეცნიერებები და მასწავლებლის განათლება, ბიოლოგია, კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება, ხელოვნებათმცოდნეობა, რესტავრაცია, კონსერვაცია და არქეოლოგია.

კონკურსანტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისთვის რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

განაცხადების მიღება 26 სექტემბერს დაიწყო და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სტიპენდიის მისაღებად საჭიროა მერიაში წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: სტუდენტის განცხადება, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი, 2 ფერადი ფოტოსურათი (3X4), მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით, ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის წინა სემესტრის შედეგების შესახებ, ინფორმაცია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების შესახებ თუ განმცხადებელი ბაკალავრია და ინფორმაცია საერთო სამაგისტრო პროგრამებზე მისაღებ გამოცდაზე სპეციალობაში მიღებული შეფასების შესახებ - თუ განმცხადებელი მაგისტრატია.

განახცადის განხილვისა და სტიპენდიის გაცემის წესი

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930