სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია

25 აპრილი 2017 წელი

2017 წლის 27 აპრილს ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები.

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

1. ხელოვნებათმცოდნეობა;

2. თეატრმცოდნეობა, კინომცოდნეობა, მუსიკათმცოდნეობა;

3. კულტურა, მედია.

კონფერენცია ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას, ხელოვნების უნივერსიტეტის შემოქმედებით განვითარებას, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთობის ჩამოყალიბებას და შემდგომ თანამშრომლობას.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031