მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!!!

ხელოვნების უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დიზაინის (მოდის დიზაინი), მუსიკის თეორია/ეთნომუსიკოლოგიის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის (ხელოვნებათმცოდნეობა) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მაგისტრანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ხელოვნების უნივერსიტეტში 2017 წლის 01 სექტემბრიდან 15 სექტემბრის  ჩათვლით, 10 სთ-იდან 17 სთ-მდე.

 

                              მაგისტრატურაში სწავლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები

                                                                    

· განაცხადი; 

· პირადობის მოწმობის ასლი;

· ბაკალავრის დიპლომის  ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა  ბაკალავრიატის დამამთავრების შესახებ. (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს აღიარების შესახებ დოკუმენტი);

· ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების სერთიფიკატი (თეორიული მიმართულების სპეციალობებზე);

· სპეციალობაში გამოცდისა და შემოქმედებითი ტურების საორგანიზაციო ხარჯებისათვის წარმოდგენილ საბუთებს უნდა დაურთონ შემოქმედებითი ტურისთვის გადახდილი თანხის (20 ლარი) დამადასტურებელი ქვითარი (მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, სახაზინო კოდი - 708897519);

· 2 ფოტოსურათი 3X4-ზე;

· მიწერის მოწმობა (ვაჟები);

· ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, თუ დოკუმენტი/დო-კუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031