15.09. 2017 - ხელოვნების უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სურათი

15 სექტემბერს, ხელოვნების უნივერსიტეტში დაიწყო ახალი სასწავლო წელი. პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს: ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ერმილე მესხიამ; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა; აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თეონა ბერიძემ; ბათუმის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებმა. ტრადიციისამებრ პირველკურსელებს გადაეცათ უნივერსიტეტის სასაჩუქრე პაკეტები. გაიმართ კონცერტი მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტთა მონაწილეობით. დასასრულს გადაიღეს სამახსოვრო ფოტო.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031