ხელოვნების უნივერსიტეტის II საერთაშორისო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა“

2017 წლის 19-20 ოქტომბერს ხელოვნების უნივერსიტეტში ტარდება II საერთაშორისო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა“. კონფერენცია დაფინანსებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის - კონფერენციის ორგანიზების ფარგლებში.

კონფერენცია მიზნად ისახავს კულტურისა და ხელოვნების კვლევისა და მართვის ახალი მიმართულებებისა და მეთოდების გაცნობას, აღნიშნული სფეროს მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების მეცნიერულ კვლევას.

მასში მონაწილეობს 99 მკვლევარი, მათ შორის 21 უცხოელი მონაწილე.

საქართველოდან კონფერენციაში წარმოდგენილია ქვეყნის წამყვანი უნივერიტეტები, სამეცნიერო ცენტრები და სახელოვნებო დაწესებულებები. უცხოეთიდან: დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ჰოლანდიის, თურქეთის, ბულგარეთის, ლატვიის, ბელარუსის, უკრაინის, სომხეთის, ყაზახეთის სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

კონფერენცის ჩატარება ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას, ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესიულ განვითარებას. აგრეთვე - ახალი იდეების დანერგვას და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

იხილეთ კონფერენციის პროგრამა.

პროგრამა 2017

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031