20 ოქტომბერი 2017 წელი - ხელოვნების უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

სურათი

2017 წლის 19-20 ოქტომბერს ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდა II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა“. კონფერენცია დაფინანსებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის - კონფერენციის ორგანიზების ფარგლებში.

კონფერენცია მიზნად ისახავდა კულტურისა და ხელოვნების სფეროში მიმდინარე პროცესების გაანალიზებას, მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების მეცნიერულ კვლევას. მასში მონაწილეობდა 100-მდე მკვლევარი, მათ შორის 21 უცხოელი მონაწილე.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი სექციები:

1. ხელოვნებათმცოდნეობა;

2. თეატრმცოდნეობა, კინომცოდნეობა;

3. მუსიკათმცოდნეობა, ქორეოლოგია;

4. კულტურა, მედია.

საქართველოდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქვეყნის წამყვანი უნივერიტეტები, სამეცნიერო ცენტრები და სახელოვნებო დაწესებულებები. მათ შორის: თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის აპ. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხე­ლოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის, აჭარის სახელმწიფო მუზეუმის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევარები და დოქტორანტები. უცხოეთიდან: დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ჰოლანდიის, თურქეთის, ბულგარეთის, ლატვიის, ბელარუსის, უკრაინის, სომხეთის, ყაზახეთის სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930