26 ოქტომბერი 2017 წელი - ზაზა ხალვაშის ფილმი, “ნამე” ტოკიოს 30-ე კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში

სურათი

მოქმედება აჭარის მაღალმთიანეთში ვითარდება. რეჟისორი ძველ ქართულ მითოლოგიაზე დაყრდობით ერთი ოჯახის ისტორიას აცოცხლებს, სადაც მამა, ქალიშვილი და სამი ძმა, მღვდელი, მოლა და ათეისტი ცხოვრობენ.

სცენარის მიხედვით, გოგონა ზებუნებრივი ძალითაა დაჯილდოებული. იგი ავადმყოფებს კურნავს. ზაზა ხალვაშმა ძირითადად არაპროფესიონალი და დებიუტანტი მსახიობები შეარჩია. ფილმში ასევე ხულოს სახელმწიფო თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.

მთავარ საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილ 15 ფილმს, 5 პროფესიონალი ჟიური შეაფასებს, რომელიც გამარჯვებულებს, ტოკიოს გრან-პრის, ჟიურის სპეციალურ პრიზს, პრიზს საუკეთესო რეჟისურისთვის, სამსახიობო შესრულებისთვის და სცენარისთვის გადასცემს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930