09 ნოემბერი, 2017 წელი თურქეთის გენერალური კონსულის ვიზიტი უნივერსიტეტში

სურათი

ხელოვნების უნივერსიტეტს ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული იასინ თემისქანი და მისი მეუღლე ბენეფშე თემისქანი ეწვივნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია, რექტორის მოადგილე ზაზა ხალვაში, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქეთევან ვაჩეიშვილი და სხვა თანამშრომლები. რექტორმა  ე. მესხიამ მადლობა გადაუხადა გენერალურ კონსულსა და მის მეუღლეს ხელოვნების უნივერსიტეტსა და თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის და გადასცა საპატიო სიგელები. ქ. ვაჩეიშვილმა სტუმრებს საკუთარი ფერწერული ტილო უსახსოვრა. 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930