17 ნოემბერი 2017 წელი - სტუდენტთა საერთაშორისო დღე

სურათი

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარაში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდნენ და დღესასწაული მიულოცეს.

 როგორც დავით გაბაიძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, სტუდენტობა დღეს არა მხოლოდ ცოდნასთან, არამედ წინსვლასა და ქვეყნის წარმატებულ მომავალთან ასოცირდება. მან ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია, მისი სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი პრინციპები გააცნო.
 უმაღლესი საბჭოს წევრებმა შეხვედრის მონაწილეებთან მათთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს და უპასუხეს მათ შეკითხვებს

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930