უნივერსიტეტში 2018 წლის 26 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით

სურათი

ქალაქ ბათუმში 2018 წლის 26 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით

ჩატარდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის  ერთობლივი ვორქშოპი სახელწოდებით ,,ბათუმის ერთი დღე“.

ვორშოპში მონაწილეობას მიიღებენ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები. ეს იქნება პირველი შემოქმედებითი მჭიდრო ურთიერთობა თბილისისა და ბათუმის კინოსკოლებს შორის.   

აღნიშნული პროექტი  მიზნად ისახავს სტუდენტების ერთობლივ მუშაობას სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე.

ვორქშოფს ხელმძღვანელობას გაუწევენ  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის პროფესორები დავით ჯანელიძე და ოთარ ლითანიშვილი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორთან ზაზა ხალვაშთან ერთად.  

 
 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930