4 მარტი 2018 წელი - "ევრაზიადოკი 2018"-ის პრეზენტაცია

სურათი
4 მარტი 2018 წელი - "ევრაზიადოკი 2018"-ის  პრეზენტაცია
"ევრაზიადოკი 2018" კრეატიული დოკუმენტური პროექტების მიღებას იწყებს!
ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მოეწყო შეხვედრა ევრაზიადოკის წარმომადგენლებთან.  "ევრაზიადოკი 2018"-ის კრეატიული დოკუმენტური პროექტების შესახებ ისაუბრეს მარიამ ჭაჭიამ და ნინო დოლიაშვილმა.
პროექტების შემოტანა მსურველებს 2018 წლის 19 თებერვლიდან 18 მარტის ჩათვლით შეეძლებათ, სცენარის განვითარების რეზიდენცია კი წყალტუბოში 21 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით მოეწყობა.
პროექტის მხარდამჭერები არიან ეროვნული კინოცენტრი და წყალტუბოს ტურიზმის განვითარები სცენტრი.
ფრანგული ორგანიზაციის Docmonde მიერ შეირჩევა 6 ქართველი მონაწილე, რომლებიც მიწვეულნი იქნებიან ორკვირიან რეზიდენციაზე. რეზიდენციას გაუძღვებიან ფრანგი პროდიუსერი და რეჟისორი ვლადიმირ ლეონი და ქართველი დოკუმენტალისტიმ არიამ ჭაჭია.
სცენარის განვითარების რეზიდენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, შესაბამისად, მონაწილეებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა. შერჩეული პროექტების ავტორებისთვის რეზიდენციაში მონაწილეობის ხარჯები ანაზღაურებული იქნება პროექტის ორგანიზატორების მიერ.
აპლიკაციის ბმული: http://opyodoc.org/eurasiadoc/eurasiadoc-application-form/
საკონტაქტო პირები: მარიამ ჭაჭია: +995 577 595 985; ნინო დოლიაშვილი: +995 593 733 612

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031