06 მარტი. 2018 წელი თურქეთის გენერალური კონსულის ვიზიტი ხელოვნების უნივერსიტეტში

სურათი

ხელოვნების უნივერსიტეტს ქ. ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული ქალბატონი მაქბულე ქოჩაკი ეწვია. რექტორსა და გენერალურ კონსულს შორის გაიმართა საუბარი ხელოვნების უნივერსიტეტსა და თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე. ქალბატონმა მაქბულე ქოჩაკმა გამოთქვა სურვილი ხელოვნების უნივერსიტეტის დიზაინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღონ პროექტებში, რომელსაც ახორციელებენ ბათუმში გახსნილი საწარმოები. ურთიერთშეთანხმებით უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრა ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელობასთან. შეხვედრაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დიზაინის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ქ. ვაჩეიშვილი.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930