7 მარტი 2018 წელი - პოლონური კინოს წარმომადგენელთა შეხვედრა რექტორთან

სურათი

7 მარტი  2018 წელი - პოლონური კინოს წარმომადგენელთა შეხვედრა რექტორთან

ერთობლივ საერთშორისო კინოპროექტში ჩართული პოლონეთის ქალაქ ლოძის კინოსკოლის წარმომადგენლები პროფესორი მიროსლავ დემბინსკი, პროფესორი მიროსლავა დემბინსკა და მთავარი მენეჯერი ვიქტორია ოგნევა  პროექტის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის რექტორს ე. მესხიას შეხვდნენ. „ბათუმის ერთი დღე“   კინოპროექტში ჩართული სტუდენტებისთვის 4 დღის განმავლობაში მათ ჩატარეს მასტერკლასები. სტუმრებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობასა და იმ დადებით მხარეებზე, რაც მსგავსი პროექტების განხორციელებას ახლავს თან. აღინიშნა, რომ ბათუმისა და თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ეს პირველი მცდელობაა შექმნან ერთობლივი ნამუშევარი, რაც შემდგომში გამოადგებათ პროფესიული ზრდისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების უკეთ დაუფლების თვალსაზრისით. თბილისის კინოსკოლას წარმოადგენდა კინო-ტელე  ფაკულტეტის  დეკანი, პროფესორი  ოთარ ლითანიშვილი და ამავე ფაკულტეტის პროფესორი, დავით ჯანელიძე, ხოლო ბათუმის კინოსკოლას ხელოვნების უივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ზაზა ხალვაში.

ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა ე. მესხიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და გამოთქვა იმედი, მომავალშიც გაგრძელდეს მსგავს პროექტებზე მუშაობა, ვინაიდან დიდია დაინტერესება სტუდენტებისა.    

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930