ერთობლივი საერთაშორისო კინოპროექტი „ბათუმის ერთი დღე“

სურათი

მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაიწყო და 7 მარტს დასრულდა ერთობლივი საერთაშორისო კინოპროექტის „ბათუმის ერთი დღე“ პირველი ეტაპი.  პროექტში ჩართული იყვნენ პოლონეთის ქალაქ ლოძის კინოსკოლის წარმომადგენლები ცნობილი კინოდოკუმენტალისტები პროფესორი მიროსლავ დემბინსკი, პროფესორი მიროსლავა დემბინსკა და მთავარი მენეჯერი ვიქტორია ოგნევა. თბილისის კინოსკოლას წარმოადგენდა კინო-ტელე  ფაკულტეტის  დეკანი, პროფესორი ოთარ ლითანიშვილი და ამავე ფაკულტეტის პროფესორი, დავით ჯანელიძე, ხოლო ბათუმის კინოსკოლას, უივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ზაზა ხალვაში.

ბათუმისა და თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ეს პირველი მცდელობაა შექმნან ერთობლივი ნამუშევარი. საწყის ეტაპზე სტუდენტებისთვის ჩატარდა მასტერკლასები, შეირჩა თემატიკა და გადასაღები ობიექტები, რომელზეც სტუდენტებმა იმუშავეს.  

მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს გადაღებული მასალის დამუშავება-დამონტაჟებას და ერთ ფილმად წარმოდგენას. აპრილის თვეში დაგეგმილია ერთობლივი ნამუშევრის პრეზენტაცია ერთდროულად ბათუმსა და თბილისში.

პროექტში ჩართულ აქტიურ სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები.

პროექტი, აჭარისგანათლების, კულტურისადასპორტისსამინისტროსთანადაფინანსებითგანხორციელდა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930