27 აპრილი, 2018 წელი - სტუდენტის წარმატება

სურათი

ხელოვნების უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის I კურსის სტუდენტი მარიამ მუთიძე მონაწილეობას მიიღებს “არტ ვილა გარიყულას” თანამედროვე ხელოვნების მე-10 საერთაშორისო ფესტივალზე „ფესტინოვა“, რომელიც გაიმართება 2018 წლის 6 მაისს.

მარიამ მუთიძე ერთ-ერთია შერჩეულ რვა კონკურსანტს შორის. მონაწილეები 1 კვირის განმავლობაში იცხოვრობენ გარიყულაში და არტ-ვილას კურატორებთან ერთად იმუშავებენ მათ მიერ წინასწარ წარდგენილ კონცეფციაზე, 6 მაისს კი გაიმართება მათი ნამუშევრების გამოფენა.

რეზიდენციის განმავლობაში შესაძლებელი იქნება გარიყულაში ვიზიტი და არტისტების მუშაობის პროცესზე დაკვირვება.

2018 წლის რეზიდენციის თემაა: «41°» თავისუფლების მანიფესტი.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

https://www.facebook.com/events/628660910817391/

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930