18 მაისი - ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018

სურათი

 

 

ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018

პირველად საქართველოში დასაქმების ყველაზე დიდი პორტალი   www.HR.ge  ორგანიზებას უწევს ინოვაციურ პროექტს ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018 აღმოსავლეთ (თბილისი) და დასავლეთ (ბათუმი)  საქართველოში. აღნიშნული ღონისძიება აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას კომპანიებსა და სტუდენტებს/ახალკურსდამთავრებულებს მთლიანი ღონისძიების მანძილზე საბოლოო ღონისძიების ჩატარებამდე, ონლაინ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში.

 

 

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ:

დარეგისტრირდნენ ონლაინ დასაქმების ფორუმზე რეგიონის შეაბამისად და:

  • შეავსონ CV ონლაინ
  • ნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები
  • გამოეხმაურონ ონლაინ - გააგზავნონ CV ღილაკზე დაჭერით მათთვის სასურველ ვაკანსიებზე
  • მივიდნენ რეალურ ღონისძიებაზე ამობეჭდილი CV-ებით და შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, გაესაუბრონ ვაკანსიების შესახებ და წარადგინონ საკუთარი თავი

 

 

„ონლაინ დასაქმების ფორუმი+ღონისძიება 2018“ სტარტი აიღო  1 მაისს.

 

რეგისტრაციისთვის  გთხოვთ გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე - www.hr.ge/jobfairTbilisi; www.hr.ge/jobfairBatumi

ღონისძიებების კალენდარი:

 

ონლაინ დასაქმების ფორუმი დასავლეთ საქართველო - 1 მაისი - 18 მაისი

 

ღონისძიება: ბათუმი - 18 მაისი, რუსთაველის გამზირი N40, ჰილტონი ბათუმი, 11:00 დან 17:00 სთ-მდე

 

 შეგახსენებთ, რომ „დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ არის წამყვანი დასაქმების  სააგენტო საქართველოში, ხოლო მისი საიტი (www.hr.ge)  და უკვე საიტების ერთიანი სივრცე  (www.cv.ge , www.doctor.ge , www.course.ge, www.chefs.ge www.career.ge , www.Bankers.ge),  სადაც განთავსებულია ყველაზე მეტი ვაკანსია ინტერნეტ სივრცეში - ყველაზე მაღალი მაჩვენებლი საქართველოში დასაქმების პორტალებს შორის. კომპანია შეიქმნა 2006 წელს და ის უკვე მრავალი წელია  ეხმარება როგორც კომპანიებს ვაკანტური პოზიციის შევსებაში, ასევე სამსახურის მაძიებელთ სასურველი ვაკანსიის მოძიებასა და დასაქმებაში.

 

დამატებითი   კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ  შემდეგ ტელ. ნომერზე: 032 2 193333 (130). სამუშაო საათები 09:30 - 18:30.

 

 

           

 

ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930