მარათონი - პროფესიონალ და მოყვარულ კინორეჟისორთა საყურადღებოდ!

სურათი

გამოიყენეთ თქვენი ნიჭი საქართველოსათვის. დარეგისტრირდით „ParaShoot” მარათონზე და შექმენით საზოგადოებრივი გავლენის მქონე ფილმი. demlab.ge/parashoot

რა არის მარათონი ParaShoot?

დემოკრატიის ლაბორატორია ამერიკის საელჩოსთან ერთად ეძებს ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ ვიზუალური თხრობა (Visual storytelling) და აქვთ ამბიცია.

მარათონში შეგიძლია ჩაერთო, თუ ხარ სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, VJ, ან უბრალოდ გაინტერესებს და მოგწონს ვიზუალური თხრობა. შეგიძლია შეკრა 2 ან 3 კაციანი გუნდი, ან, თუ შესაბამისი უნარები გაქვს, იმუშაო მარტომ. საკონკურსო ნამუშევრების გადაღება შესაძლებელია, როგორც პროფესიონალური აპარატურით, ისე მობილურით. გადაღებისთვის აუცილებელი აპარატურა (კამერა, შტატივი, განათება და სხვა) თავად უნდა გქონდეს. საჭიროების შემთხვევაში სამონტაჟოს უზრუნველყოფს ორგანიზატორი.

რეგისტრაცია

მარათონში ჩართვისთვის აუცილებელია, გაიარო რეგისტრაცია ვებ-გვერდზე - www.demlab.ge/Parashoot შეავსო ყველა ველი და ატვირთო შენი პორტფოლიო, რომელიც უნდა შეიცავდე შენი და გუნდის წევრების ბიოგრაფიას, გამოცდილებას და მინიმუმ ორი ნამუშევრის ბმულს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 მაისი, ღამის 12 საათი.

ფინალისტების შერჩევის ეტაპი

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შენს პორტფოლიოს შეაფასებს პროფესიონალების ჯგუფი. ფინალისთვის შევარჩევთ 10 გუნდს, რომელიც იმუშავებს პროფესიონალური აპარატურით და 10 გუნდს, რომელიც გადაიღებს მობილურით. შერჩევისას გათვალისწინებული იქნება მონაწილეების გამოცდილება და ნამუშევრების ხარისხი.

მარათონის პროცესი

ფინალურ ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში 31 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისში, მარათონის ფინალში მიიღებ მონაწილეობას. შენ, ან შენ გუნდს გექნებათ სრული 72 საათი იმისთვის, რომ დაგეგმოთ, გადაიღოთ და დაამონტაჟოთ მოკლე ფილმი წინასწარ განსაზღვრულ თემაზე. ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 7 წუთს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ფილმის თემას გაიგებთ მარათონის დაწყებამდე 24 საათით ადრე, ასევე, გექნებათ ერთი ან რამდენიმე შესასრულებლად აუცილებელი პირობა. თემაში უკეთ გარკვევასა და პირობების შესრულებაში დაგეხმარებიან კონსულტანტები და ასისტენტები.

მარათონის წინა დღეს, სურვილის შემთხვევაში, შეგეძლებათ დაესწროთ პროფესიულ ტრენინგს.

რა ხდება გამარჯვების შემთხვევაში

თუ გაიმარჯვებ, შენ, ან შენი გუნდი პრიზის სახით მიიღებთ ფულად პრემიას, 3000 ლარის ოდენობით, ასევე, გუნდის თითოეული წევრს საჩუქრად გადაეცემა MacBook pro ან Ipad Pro.

როდის ტარდება მარათონი?

მარათონის ფინალი დაიწყება 31 მაისს და დასრულდება 3 ივნისს.

სად ტარდება მარათონი?

მარათონი MEC | Multimedia Education Center -ში, ალ. ჭავჭავაძის 10 - ში ჩატარდება! ჩვენ და MEC ერთად შეგიქმნით ყველა პირობას იმისთვის, რომ მუშობის 48 საათი მაქსიმალურად კომფორტული და კრეატიული გავხადოთ.

(დაწვრილებით ინფორმაცია იხ. http://demlab.ge/parashoot/index.html

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031