7 მაისი - კონკურსის საზეიმო გახსნა

7 მაისს ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში მარია შურის სახელობის პიანისტთა მე-2 ეროვნული კონკურსის საზეიმო გახსნა და კონცერტი გაიმართა. კონცერტში საქართველოს დამსახურებული პედაგოგის - მარია შურის ყოფილი მოსწავლეები, მისი სახელობის პისნისტ-შემსრულებელთა I კონკურსის პრიზიორები და მიმდინარე კონკურსის ჟიურის წევრები მონაწილეობდნენ. საზღვარგარეთიდან ვიდეო მიმართვებით აუდიტორიას გამოეხმაურა მარია შურის ორი მოსწავლე - გური ჩიტაიშვილი და ნინო მაჭარაშვილი, რომლებიც ამჟამად გერმანიაში აგრძელებენ საქმიანობას.

პროექტი, რომლის ფარგლებში თბილისიდან სპეციალურად მოწვეული ჟიური სხვადასხვა ასაკის ნიჭიერ შემსრულებლებს გამოავლენს 13 მაისამდე გაგძელდება. პროექტი „მარია შურის სახელობის პიანისტთა II ეროვნული კონკურსი“ ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა“ - ქვეპროგრამის - „კულტურული ღონისძიებების ორგანიზება“ ფარგლებში.

კონკურსის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტი.

პროექტის ხელმძღვანელი - ლალი ჭელიძე,  პროექტის კოორდინატორი - ლოლა სურმანიძე, კონკურსის პასუხისმგებელი მდივანი - თამარ ძველაია.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930