31.08.2018 წელი ოსკარზე წარსადგენად ზაზა ხალვაშის ფილმი "ნამე" გაიგზავნება

სურათი

ნამეს მსოფლიო პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

ფილმის სიუჟეტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში ვითარდება და ის მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამესა და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს.

ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე - მოლა, ხოლო მესამე - მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.

ამერიკის კინოაკადემიამ, ტრადიციულად, თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2019 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ეროვნულმა კინოცენტრმა კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყო. ფილმების მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 3 აგვისტოს ამოიწურა.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 6 ქართული ფილმი იბრძოდა: ხიბულა - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, ნამე - რეჟისორი ზაზა ხალვაში, ჰორიზონტი - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, დედე - რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, ექვთიმე ღვთისკაცი - რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, ჰამლეტი - რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი. 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031