2018 წლის 25 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფო ჭანიშვილი შეხვდა სტუდენტებს და გააცნო ინფორმაცია პროექტის შესახებ „ბათუმური ეზო“.

სურათი

2018 წლის 25 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფო ჭანიშვილი შეხვდა  სტუდენტებს და გააცნო ინფორმაცია პროექტის შესახებ „ბათუმური ეზო“.  ეს პროექტი ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2018 წლის 30 სექტემბერს 19:00 საათზე,  ქ. ბათუმში, გ. მაზნიაშვილის N 48-ში. პროექტის მიზანია, ძველი ბათუმური ეზოების პოპულარიზაცია, მათი ყოფითი როლისა და ფუნქციის გაზრდა.  სტუდენტებში პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოიკვეთა ის ძირითადი პრინციპები, რომელსაც ითვალისწინებს პროექტი ბათუმური ეზოს სამომავლო განვითარების კუთხით.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930