საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა

სურათი

2018 წლის 17-20 ოქტომბერს პოლონეთში, პოზნანის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში გაიმართა ინტერდისციპლინარული მუსიკოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღო ეთნომუსიკოლოგმა ლოლიტა სურმანიძემ.

 

სრულად

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საფრანგეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, ბრაზილიის, მექსიკის, აშშ-ს, ავსტრიის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის, სამხრეთ აფრიკის, ბელგიის, გერმანიის, ნიდერლანდების უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

ამასთანავე, ლ. სურმანიძე გახდა ინტერდისციპლინარული მუსიკოლოგიის ასოციაციის წევრი, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობას და უცხოელ კოლეგებთან აქტიურ თანამშრომლობას.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930